ფეხბურთი

23:06 | 5.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" დიდი ალბათობით ფრენკ ლამპარდი ჩაიბარებს

ლონდონის „ჩელსი“ შესაძლოა ისევ ფრენკ ლამპარდმა ჩაიბაროს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.

ინგლისური გუნდი 44 წლის სპეციალისტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მან გუნდი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჩაიბაროს. „ჩელსიმ“ ამ სეზონში ორი მწვრთნელი უკვე შეიცვალა, ტომას ტუხელისა და გრემ პოტერის სახით, ამჟამად კი დროებით ბრუნო სალტორი ავარჯიშებს.

ლამპარდი „ევერტონიდან“ გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია და თანახმაა, რომ „არისტოკრატებში“ სეზონის ბოლომდე დაბრუნდეს.

ფრენკ ლამპარდი „ჩელსი“ 2019-2021 წლებში უკვე წვრთნიდა, ხოლო ფეხბურთელის რანგში ლონდონელთა ღირსებას 2001-2014 წლებში იცავდა. შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" იულიან ნაგელსმანსა და ლუის ენრიკეს აქტიურად უკავშირებენ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ვარიანტები ზაფხულიდან განიხილება, მანამდე კი კლუბს დროებითი მწვრთნელი სჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110645