სხვა

20:59 | 5.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ ორი მოგების შემდეგ "დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხდა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისმა“ მე-11 ტურის შეხვედრა ჩაატარა და ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ ამჯერად მარცხი განიცადა.

დეიან სტანოევიჩის გუნდმა „იადრანს“ დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, საბოლოოდ, კი 7:12 წააგო. სტუმრებმა სამი პერიოდი მოიგეს, მხოლოდ ბოლო მეოთხედი დასრულდა „დინამოს“ გამარჯვებით (3:2), რაც ბუნებრივია, წარმატებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

„დინამო თბილისი“ 2 მოგებით და 9 წაგებით სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, მხოლოდ გერმანულ „ჰანოვერს“ უსწრებს, რომელსაც ერთი მოგება აქვს. ქართული გუნდი მომდევნო ტურში 25 აპრილს, „ვულიაგმენის“ უმასპინძლებს.

„დინამო თბილისი“ – „იადრანი“ 7:12 (2:4, 1:4, 1:2, 3:2)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113727