ფეხბურთი

19:30 | 5.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ერთხელ მოხვდა

„მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

22 წლის ქართველი ფეხბურთელი ლიგა 2-ის ვებგვერდმა გამოარჩია. გიორგიმ ბოლო ტურში „ლავალის“ წინააღმდეგ ულამაზესი და თანაც, გამარჯვების გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 2-ში 15 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ჟან-ფილიპ კრასოს ერთი გოლით უსწრებს. გარდა ამისა, მის აქტივში 7 საგოლე პასია (პლუს 1 გოლი თასზე გაიტანა). „მეცი“ 51 ქულით მესამეადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 აპრილს, „პოს“ სტუმრად შეხვდება.

0.120141