საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა სან მარინოში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც მონტენეგროელი თანატოლების დამარცხება შეძლო - 0:2.
გიორგი ჩიტაურის გუნდმა, ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა - თავი 35-ე წუთზე სანდრო რატიანმა გამოიჩინა, ხოლო მეორე ტაიმში ალექსანდრე ქუთათელაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირება შეძლო - 2:0.
16-წლამდე ნაკრები, კომუნა აკვავივაში მიმდინარე ტურნირზე, 6 აპრილს, მეორე შეხვედრას მასპინძელი ქვეყნის, სან მარინოს წინააღმდეგ გამართავს.
6 აპრილი | 17:00 - სან მარინო V საქართველო
9 აპრილი | 12:30 - სლოვენია V საქართველო
NAKREBI.GE