ფეხბურთი

1:06 | 5.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩხუბი და წითელი ბარათები იტალიურ დერბიში: "ინტერი" წაგებას გადაურჩა (+VIDEO)

იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური დუელი დიდ იტალიურ დერბიში „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის დაძაბული გამოდგა.

ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ამ გუნდების დაპირისპირება, როგორც წესი ვნებათაღელვის გარეშე არ არსებობს. მიმდინარე სეზონში ტურინულმა გრანდმა „ნერაძური“ სერია A-ში ორჯერ დაამარცხა, მაგრამ ამჯერად იგივე ვერ გააკეთა.

არადა, „იუვეს“ მოგებამდე წამები დააკლდა. ხუან კუადრადოს გოლით ტურინელები 82-ე წუთზე წინ გავიდნენ და არაფერი მოასწავებდა იმას, რომ ვერ მოეგო, მაგრამ საფინალო სასტვენამდე წამებიღა რჩებოდა, როცა გლეისონ ბრემერმა არაფრისგან პენალტი აიკიდა - საჯარიმოში ხელით ითამაშა. რომელუ ლუკაკუმ შანსი გამოიყენა და გაათანაბრა.

გოლის პროვოკაციულად აღნიშვნისთვის ბელგიელი თავდამსხმელი მოედნიდან გააძევეს, თამაშის დასრულების მერე კი ჩხუბისთვის წითელი ბარათები სამირ ჰანდანოვიჩმა და ხუან კუადრადომაც მიიღეს.

ამრიგად, თასის ფინალისტის ვინაობა 26 აპრილს, „სან სიროზე“ გაირკვევა, როცა ეს გუნდები საპასუხო შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

„იუვენტუსი“ – „ინტერი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 კუადრადო (82), 1:1 ლუკაკუ (90, პენ)

0.129775