ტომას ტუხელის მიუნხენური კარიერა „დორტმუნდთან“ დამაჯერებელი მოგებით დაიწყო, მაგრამ უკვე პირველი მარცხიც განიცადა.
„ბაიერნი“ გერმანიის თასის მეოთხედფინალში შინ „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდა, წააგო და გავარდა. დაიო უპამეკანოს გოლით „რეკორდმაისტერი“ სწრაფად დაწინაურდა, მაგრამ მალევე ნიკოლას ჰოფლერმა გაათანაბრა, ხოლო ბოლო წუთზე ლუკას ჰოლერმა „ფრაის“ მოაგებინა - 1:2.
შედეგად, „ფრაიბურგი“ გერმანიის თასის ნახევარფინალში გავიდა. საინტერესოა, რომ „ბაიერნმა“ „ფრაიბურგთან“ საკუთარ მოედანზე ისტორიაში პირველად წააგო.
ტუხელისთვის რა თქმა უნდა, ეს წაგება დადებითი ნიშანი არაა. ფაქტია, რომ „ბაიერნი“ მაინც არასტაბილურია, ხშირად ვერ იგებს მიმდინარე სეზონში, რაც ჯერჯერობით, მწვრთნელის შეცვლამაც ვერ გამოასწორა.
„ბაიერნი“ – „ფრაიბურგი“ 1:2 (1:1)
გოლები: 1:0 უპამეკანო (19), 1:1 ჰოფლერი (27), 1:2 ჰოლერი (90, პენ)