ფეხბურთი

18:02 | 4.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ლუის ენრიკესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ლონდონის „ჩელსი“ გრემ პოტერის გათავისუფლების შემდეგ ახალ მწვრთნელს ეძებს და როგორც ჩანს, ლუის ენრიკე ერთ-ერთი კანდიდატია.

As-ი წერს, რომ ესპანელი სპეციალისტი ლონდონურ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ დეტალები უცნობია. ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ უმუშევარია, მან ცოტა ხნის ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობის სურვილი საჯაროდ გამოთქვა, თუმცა ამბიციურ კლუბში, „ჩელსი“ კი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ ესპანელი მანამდე „ტოტენჰემსაც“ დაუკავშირეს, მაგრამ „დეზებთან“ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. თავის მხრივ, „ჩელსის“ მის გარდა, აქტიურად იულიან ნაგელსმანსაც უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ჩელსიმ“ ორი მწვრთნელი შეიცვალა - ტომას ტუხელი და გრემ პოტერი, ამჟამად კი გუნდს დროებით ბრუნო სალტორი ავარჯიშებს, რომლის დებიუტი დღეს „ლივერპულის“ წინააღმდეგ შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11353