ფეხბურთი

13:21 | 4.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ შჩესნის შემცვლელად ორ იტალიელ მეკარეს განიხილავს

ტურინის „იუვენტუსმა,“ შესაძლოა, პოლონელ მეკარე ვოიცეხ შჩესნისთან განშორება განიხილოს - წერს Tuttosport.

ტურინული კლუბი ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირებას აპირებს. ამ შემთხვევაში შეიძლება შჩესნი დატოვოს, თუმცა ორი პოტენციური შემცვლელი უკვე მოუძებნა.

პირველი ვარიანტია მარკო კარნესეკი „ატალანტიდან,“ რომელიც ამ სეზონში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეში“ თამაშობს იჯარით. მეორე - გულიელმო ვიკარიო „ემპოლიდან.“ მატია პერინი შემცვლელი მეკარედ დარჩება, რადგან მისი კონტრაქტი 2025 წლამდეა ძალაში.

32 წლის შჩესნის „იუვენტუსთან“ ხელშეკრულება 2024 წლამდეა გათვლილი. პოლონელი მეკარე ტურინში 2017 წლიდან თამაშობს.

0.117494