იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სტუმრებმა დამსახურებულად მოიგეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სხვა თამაში იქნება.
„არ ვიცი, იქონიებს თუ არა, ეს თამაში ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე გავლენას, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქ სხვა თამაში იქნება. „მილანმა“ მოგება დაიმსახურა, ამასთან, ნათელია, რომ „ნაპოლი“ ყველა თამაშს ვერ მოიგებს, დიდებული სეზონის მიუხედავად, ზოგჯერ დამარცხდება“, - აღნიშნა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ "მილანთან" წაგების (0:4) მიუხედავად 71 ქულით ლიდერია. „აძური“ 16 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ლაციოს“, მომდევნო ტურში კი 7 აპრილს, სტუმრად „ლეჩეს“ შეხვდება. ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 შეხვედრაში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი მიითვალა. „ნაპოლი“ და „მილანი“ 12-18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც დაუპირისპირდებიან.