NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ „საკრამენტოს“ ესტუმრა და მეტოქე ოვერტაიმში 142:134 დაამარცხა. შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო, ძირითადი დრო 123:123 დასრულდა, მაგრამ დამატებით ხუთწუთეულში გრეგ პოპოვიჩის გუნდმა 19:11 იმარჯვა.
მამუკელაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში 16:43 წუთი ითამაშა, თავის გუნდს კი 6 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. სანდროს მოედანზე ყოფნის პერიოდში „სან ანტონიომ“ მეტოქესთან შედარებით 8 ქულით ნაკლები ჩააგდო.
„სპურსის“ რიგებში დუგ მაკდემეროტი 30 ქულით და იულიან შამპანიე 26 ქულით გამოირჩნენ, „საკრამენტოში“ კი 28 ქულით დე’არონ ფოქსი და 26 ქულით დომანტას საბონისი იყვნენ საუკეთესოები.
„სან ანტონიომ“ 6-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. პოპოვიჩის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში 20 მოგებით და 58 წაგებით მე-14 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 5 აპრილს, „ფინიქს სანსთან“ სტუმრად ჩაატარებს.