მაქს ფერსტაპენმა ავსტრალიის დიდი პრიზის რბოლა მოიგო, რომელიც წითელი დროშით სამჯერ შეჩერდა და ბოლოს, უსაფრთხოების მანქანის უკან დასრულდა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისთვის, ეს ამ სეზონის პირველ სამ რბოლაში მოპოვებული მეორე გამარჯვებაა.
რბოლის შემდეგ მან განაცხადა, რომ მთავარია, ის და თანაგუნდელი სერხიო პერესი ქაოსს გადაურჩნენ და ფინიშს მიაღწიეს. ეს ქულები კი სეზონის ბოლოს შეფასდება. მეორე და მესამე ადგილები ლუის ჰამილტონმა და ფერნანდო ალონსომ დაიკავეს. ესპანელისთვის ეს ზედიზედ მესამე კვარცხლბეკია.
ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე, კევინ მაგნუსენი კედელს შეასკდა. დანიელი ტრავმას გადაურჩა, მაგრამ ტრასა ნამსხვრევებით გაივსო და ამის გამო, რბოლა შეწყდა. ის მაშინ განახლდა, როცა ფინიშამდე ორი წრეღა რჩებოდა. მაგრამ მალე ისევ შეწყდა, რადგან სასტარტო ქაოსში, ლოგან სარჯენტი უკნიდან ნიკ დე ფრისს დაეჯახა. ამას კიდევ სხვა შეჯახებაც მოჰყვა, რის გამოც, ტრასაზე ისევ წითელი შუქი აინთო. საბოლოოდ, სტიუარდებმა გადაწყვიტეს, რომ ტრასაზე დარჩენილები ფინიშამდე უსაფრთხოების მანქანას მიეცილებინა. ამ დროს, ლიდერი ფერსტაპენი იყო და რბოლაც მან მოიგო.
ავსტრალიის დიდი პრიზი
მელბურნი, დისტანცია 306.124 კმ (5.278კმ, 58 წრე)
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 2:32:38.371
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +0.179
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) +0.769
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) +3.082
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) +3.320
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +3.701
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) +4.939
- ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) +5.382
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) +5.713
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) +6.052
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) +6.513
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) +6.594
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) 2 წრე
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 2 წრე
- ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) 2 წრე
- ლოგან სარჯენტი (აშშ, ულიამსი) 2 წრე
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 6 წრე
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 41 წრე
- ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 52 წრე
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 58 წრე
უსწრაფესი წრე: სერხიო პერესი - 1:20.235 (53-ე წრე, 236.814 კმ/სთ)
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. მაქს ფერსტაპენი - 69 ქულა; 2. სერხიო პერესი - 54; 3. ფერნანდო ალონსო - 45; 4. ლუის ჰამილტონი - 38; 5-6. კარლოს საინსი, ლანს სტროლი - 20; 7. ჯორჯ რასელი - 18; 8. ლანდო ნორისი - 8; 9-10. ნიკო ჰულკენბერგი, შარლ ლეკლერი - 6; 11-14. ვალტერი ბოტასი, ესტებან ოკონი, ოსკარ პიასტრი და პიერ გასლი - 4; 15. გუანიუ ჟოუ - 2; 16-18. იუკი ცუნოდა, კევინ მაგნუსენ და ალექს ელბონი - 1.
კონსტრუქტორთა ჩემპიონატი
1. რედ ბული - 123 ქულა; 2. ასტონ მარტინი - 65; 3. მერსედესი - 56; 4. ფერარი - 26; 5. მაკლარენი - 12; 6. ალპინი - 8; 7. ჰაასი - 7; 8. ალფა რომეო - 6; 9-10. ალფატაური და უილიამსი - 1.