ფეხბურთი

1:40 | 3.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლეაუ: "კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარი ვარ, მიხარია, რომ მაისური მაჩუქა"

„მილანის“ ფეხბურთელმა რაფაელ ლეაუმ „ნაპოლისთან“ მატჩის (4:0) შემდეგ კომენტარი იტალიურ მედიასთან გააკეთა. როგორც მან თქვა, ხვიჩა კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარია და მისი თამაში მოსწონს.

„მე მისი დიდი გულშემატკივარი არ. ძალიან მომწონს კვარა, როგორც ფეხბურთელი, გარკვეულწილად მგავს, რადგან ჩემსავით უყვარს მეტოქის მოტყუება და სანახაობრივი თამაში. მას დიდებული სეზონი აქვს და მიხარია, რომ თავისი მაისური მაჩუქა.

„ნაპოლი“ დიდი მეტოქეა და გვიხარია ეს გამარჯვება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სხვა ტურნირია, ჯერ „ემპოლიზე“ მოგვიწევს კონცენტრირება. ვიცოდით, რომ ნეაპოლში გამარჯვება რთული იქნებოდა, მაგრამ ეს არის „მილანი“. სასიამოვნოა გოლების ისევ გატანა, მაგრამ მადლობა თანაგუნდელებს უნდა ვუთხრა“, - თქვა ლეაუმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ წაგების მიუხედავად 71 ქულით ლიდერია. „აძური“ 16 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ლაციოს“, მომდევნო ტურში კი 7 აპრილს, სტუმრად „ლეჩეს“ შეხვდება. ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 შეხვედრაში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115544