გრემ პოტერი ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ინგლისელ სპეციალისტს ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ შინ მორიგი მარცხი არ აპატიეს. ზოგადად, „ჩელსის“ ცუდი სეზონი აქვს და პრემიერლიგაში მე-11 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. „არისტოკრატებს“ დროებით ბრუნო სალტორი გაწვრთნით.
პოტერი „ჩელსის“ გასული წლის სექტემბრიდან ავარჯიშებდა, როდესაც ტომას ტუხელი შეცვალა. მის ლონდონურ კარიერაში ერთადერთი პოზიტივი ისაა, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც ინგლისელები მადრიდის „რეალს“ შეხვდებიან.