კვირას სერია A-ში „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება შედგება, მოგვიანებით კი ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზეც შეხვდებიან. დაპირისპირებების წინ საკუთარი აზრი მილანელმა მომღერალმა, Mr. Rain-მაც დააფიქსირა.
„3 ქულა ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მათ. სპალეტის ადგილას კვარას დავასვენებდი. როდესაც გავიგე, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ გვხვდებოდა, შვებით ამოვისუნთქე. ყველაზე მეტად „ინტერთან“ დაპირისპირება არ მინდოდა.
სხვა შეხვედრებს უმეტესად არ ვუყურებ, თუმცა „ნაპოლის“ რამდენიმე მატჩი ვნახე და შარშანდელ „მილანს“ მაგონებს. ყველა საერთო მიზნისთვის თამაშობს და თამაშის 200%-ს აჩვენებს“ - განაცხადა მომღერალმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ შეხვედრა სერია A-ში კვირას, 22:45 საათზე გაიმართება. ჩემპიონთა ლიგაზე კი ეს გუნდები ერთმანეთს 12 და 18 აპრილს დაუპირისპირდებიან.