„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, რიად მაჰრეზმა, პრემიერლიგის ისტორიაში სხვა აფრიკელ ფეხბურთელებზე მეტი საგოლე გადაცემა შეასრულა - გვამცნობს Squawka Football.
ინგლისის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში „ლივერპულის“ წინააღმდეგ (4:1), 32 წლის ალჟირელმა საგოლე პასი მიითვალა და ჯამში 56 ასისტი მოუგროვდა.
მაჰრეზმა „ჩელსის“ ყოფილი თავდამსხმელის, დიდიე დროგბას რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატში 55 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მთლიანობაში, მაჰრეზმა პრემიერლიგაში 274 მატჩი ჩაატარა, 82 ბურთი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა შეასრულა.