ვეტერანმა ფეხბურთელმა და იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა რობერტო დონადონიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ დონადონი თავის დროზე „მილანში“ თამაშობდა, ხოლო „ნაპოლიში“ მწვრთნელად მუშაობდა.
„ვსაუბრობთ ორ ფეხბურთელზე, რომელთაც გიჟური სტატისტიკა აქვთ, მაგრამ ასევე ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან, განსაკუთრებით ფიზიკური თვალსაზრისით. ლეაუ სპრინტერია, საწყის რამდენიმე მეტრში შეუძლია მეტოქის განადგურება, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ზედმეტ პაუზას აკეთებს, რაც თავის გუნდს პრობლემებსაც უქმნის. კვარა დისტანციაზეც სახიფათოა, რადგან ის ყოველთვის თამაშშია ჩართული და ცოტათი უფრო გუნდურია. მას შეუძლია გუნდის დახმარება მაშინაც, როცა მის გუნდს ბურთი არ აქვს, ტაქტიკურად სრულყოფილი მოთამაშეა“, - თქვა დონადონიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი 2 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელიას და რაფაელ ლეაუს უშუალო დაპირისპირება პირველად შედგება, რადგან პირველი წრის მატჩში პორტუგალიელს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.