იტალიური „სპეციას“ ფეხბურთელმა დანიელე ვერდემ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუს შედარებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ქართველმა ფეხბურთელმა უფრო მეტად გააკვირვა.
„კვარაცხელია სიურპრიზი იყო. სასიამოვნოა იტალიის ჩემპიონატში ასეთი ტექნიკური ფეხბურთელის ყოლა, როგორიც ქართველია. ალბათ, „ნაპოლის“ შემტევმა უფრო გამაოცა, ვიდრე პორტუგალიელმა. ამიტომ, ამ ორს შორის, მე კვარას ავირჩევდი“, - თქვა ვერდემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუს შორის პარალელს იტალიაში ხშირად ავლებენ, რადგან ორივე ერთ პოზიციაზე თამაშობს. ისინი 2 აპრილს, ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ, როდესაც „ნაპოლი“ „მილანს“ უმასპინძლებს.