„მილანის“ ვეტერანი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისევ ლაზარეთში დაბრუნდა. 41 წლის ფორვარდმა ტრავმა შვედეთის ნაკრებში მიიღო.
იტალიური მედიის ცნობით, ზლატანს კუნთის პრობლემა აქვს, რის გამოც გუნდს მინიმუმ ორი კვირით გამოაკლდა. მისი მდგომარეობა კვირიდან კვირამდე უნდა შეფასდეს. ნებისმიერ შემთხვევაში იბრა „ნაპოლისთან“ უახლოეს ორ მატჩს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მძიმე ტრავმის გამო 9 თვე გაუცდა. მას მიმდინარე სეზონში 1 გოლი აქვს გატანილი, რითაც სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეგოლე გახდა.