ფეხბურთი

10:48 | 30.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გალტიე საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია

ავტორიტეტულმა გამოცემა L'Equipe-მა საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარი მწვრთნელების ხელფასების სია გამოაქვეყნა.

ლიგა 1-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი კრისტოფ გალტიეა, რომელიც პსჟ-ში მუშაობს. ის თვეში 665 ათას ევროს იღებს. სიის მეორე ადგილზე „მარსელის“ ხორვატი დამრიგებელი, იგორ ტიუდორია - 330 ათასი ევრო, ხოლო მესამე - ბრუნო ჟენეზიო „რენიდან“ - 250 ათასი.

ყველაზე ნაკლებს ლიგაში „რეიმსის“ მწვრთნელი, უილ სტილი გამოიმუშავებს - 18,5 ათასი ევრო.

0.100772