ფეხბურთი

2:18 | 30.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: "ნაპოლი" ძლიერი გუნდია, მაგრამ არა სრულყოფილი და დაუმარცხებელი"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა. როგორც „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, „აძური“ ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ არა სრულყოფილი და დაუმარცხებელი.

„კვირას ჩემპიონატის მატჩი იქნება, ჩემპიონთა ლიგაზე კი სულ სხვანაირი შეხვედრები გველოდება. „აძური“ ძალიან ძლიერია, დიდებული ფეხბურთელები ჰყავს, სერია A-ში ფანტასტიკურად თამაშობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა არის ჩემპიონთა ლიგა. ტურნირზე შემორჩენილი 8-ვე გუნდი ძლიერია, ყველასთვის იქნება სირთულეები, მაგრამ იქ თამაში ასევე იქნება დიდი სტიმული და მოტივაცია, რომ კარგად გამოვიდეთ.

„ნაპოლიმ“ ზაფხულში ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა და შეიძინა ორი ძლიერი, მაგრამ უცნობი ფეხბურთელი (კვარაცხელია და კიმ მინ-ჯე), რადგან მიაჩნდათ, რომ მათ კარგად თამაში შეეძლოთ. „ნაპოლიმ“ აჩვენა დიდი სტაბილურობა, ძალა და ხარისხი, დიდი გუნდისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება აქვს, მაგრამ არავინაა სრულყოფილი და დაუმარცხებელი.

ჩემპიონთა ლიგა არის „მილანის“ ისტორიის და იმ გზის ნაწილი, რომელსაც ყოველთვის მიჰყვებოდა. ჩვენ ვიწყებთ ისტორიის წერას, როდესაც „სან სიროზე“ ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ მიდიხარ, ეს რაღაც ამაღელვებელი და სანახაობრივია.

გულწრფელად რომ გითხრათ, მერჩივნა იტალიურ გუნდს არ შევხვედროდით, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე უმჯობესია უცხოურ კლუბს დაუპირისპირდე. „ნაპოლი“ ძლიერია, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ვითამაშოთ და ვიბრძოლოთ“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „მილანს“ სერია A-ში 2 აპრილს შეხვდება, ხოლო 12-18 აპრილს ეს გუნდები უკვე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112169