პსჟ-ის თავდამსხმელმა, ნეიმარმა, რომელიც პოკერის სიყვარულითაა ცნობილი, დღეს, 29 მარტს, ონლაინ კაზინოში თამაშისას დიდი ფული წააგო. 31 წლის ფეხბურთელმა, რომელიც სეზონის ბოლომდე ტრავმის გამო ვეღარ ითამაშებს, ორ საათში 1 მილიონ ევროზე მეტი დაკარგა.
მიმდინარე სეზონის 29 მატჩში ნეიმარმა პსჟ-ის მაისურით 18 ბურთი გატანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრაზილიელს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.