ფეხბურთი

16:00 | 29.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

FIFA-მ პარატიჩის საქმიანობა მსოფლიო მასშტაბით შეუზღუდა

„ტოტენჰემის“ მმართველ დირექტორს, ფაბიო პარატიჩის იანვარში დაწესებული 30-თვიანი სასჯელის გამო იტალიაში საქმიანობა ეკრძალებოდა, ამჯერად კი FIFA-მ მას სასჯელი მსოფლიო მასშტაბით გაუხანგრძლივა.



მას შემდეგ, რაც „იუვენტუსი“ ფინანსურ თაღლითობაში დაადანაშაულეს და ქულები ჩამოაკლეს, სასჯელი ფაბიო პარატიჩისაც შეეხო, რომელიც 2021 წლამდე „იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორად მუშაობდა.

თავდაპირველად, მას 30 თვით საქმიანობა იტალიის მასშტაბით აუკრძალეს, თუმცა FIFA-ს ახალ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი აკრძალვა მსოფლიო მასშტაბითაც გავრცელდება:

„FIFA ადასტურებს, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნის შემდეგ, FIFA-ს დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა გაახანგრძლივოს FIGC-ის მიერ დაწესებული სანქციები ფეხბურთის რამდენიმე ჩინოვნიკზე და ის ძალაში შევიდეს მსოფლიოს მასშტაბით.“ - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ეს ნიშნავს იმას, რომ პარატიჩიმ შესაძლოა „ტოტენჰემში“ დაკავებული თანამდებობა დატოვოს, განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც ლონდონური კლუბი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

0.118757