მას შემდეგ, რაც იულიან ნაგელსმანმა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ის რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს, ამჯერად კი ახალი ინფორმაცია „ტოტენჰემის“ შესახებ ვრცელდება.
გუშინ ლონდონის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ანტონიო კონტესთან თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ტოტენჰემს“ დროებითი მწვრთნელი, კრისტიან სტელინი გაწვრთნის, თუმცა Daily Mail-ის ინფორმაციით, კლუბის მენეჯერი, დენიელ ლევი 35 წლის სპეციალისტთან გეგმავს შეხვედრას, რათა მას მომავალი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზოს.
ნაგელსმანის გარდა, კლუბი ლუის ენრიკეს, მარკო სილვას და რობერტო დე ძერბის კანდიდატურებით ინტერესდება, თუმცა გერმანელი სპეციალისტი „ტოტენჰემის“ პრიორიტეტია.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნსა“ და იულიან ნაგელსმანს შორის თანამშრომლობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა, „რეკორდმაისტერში“ კი მეორე გერმანელი მწვრთნელი, ტომას ტუხელი დაინიშა.