ფეხბურთი

12:59 | 27.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

არველაძემ და ქინქლაძემ ლეგენდების მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს

გლაზგოში, „აიბროქსის“ სტადიონზე „რეინჯერსის“ ლეგენდებისა და მსოფლიო ლეგენდების მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ ქართული ფეხბურთის ლეგენდებმა, შოთა არველაძემ და გიორგი ქინქლაძემაც ითამაშეს.



ქართველი ფეხბურთელები სათადარიგოთა სკამზე იყვნენ და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩდნენ. ანგარიში ჯერმეინ დეფომ გახსნა, თუმცა მალევე, რობინ ვან პერსიმ გაათანაბრა. ოთხ წუთში ჯეკ უილშირმა მსოფლიოს ლეგენდები დააწინაურამ ჯერმეინ დეფომ კი ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა.

მატჩის მეორე ნახევარში ლუის ბოა მორტეს გოლს კრის ბოიდმა უპასუხა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი კვლავ ჯეკ უილშირმა დააფიქსირა და მსოფლიოს ლეგენდების გუნდს გამარჯვება მოუტანა - 4:3

როგორც უკვე ვახსენეთ, ქართველი ფეხბურთელები მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩდნენ და შოთა არველაძეს გოლის გატანის ძალიან კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა მისი საჯარიმო დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ შოთა არველაძე „რეინჯერსის“ ღირსებას 2001-2005 წლებში იცავდა, სადაც 95 მატჩში 44 გოლის გატანაც მოახერხა.

გუნდების შემადგენლობები;

რეინჯერსის ლეგენდები:
ვატერეუსი, პაპაკი, ალვესი, ამორუზო, ჰატონი, ფერგიუსონი, მენდესი, მაკანი, დე ბური, დეფო, მილერი, კეროლი, არველაძე, უოლესი, ელავიჩი, ბოიდი, ვინიალი, ჰენდრი, რეი, ალბერცი, ლოვენკრანდსი, ენდრიუსი, იოჰანსონი, კუზენი, ბიტი.

მსოფლიოს ლეგენდები: ჯეიმს, ჰუტი, სტამი, დოუსონი, ჩიმბონდა, ესიენი, პეტი, დაუნინგი, უილშირი, ვან პერსი, იაკუბუ, რაჩუბკა, კანუ, ბოა მორტე, ქინქლაძე, ბრაუნი, ვიმპელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120626