ფეხბურთი

2:32 | 27.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანტონიო კონტე "ტოტენჰემიდან" გაათავისუფლეს

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტი გაწყდა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა მას შემდეგ, რაც იტალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელები საჯაროდ რამდენჯერმე გააკრიტიკა.

კონტე „ტოტენჰემს“ 2021 წლიდან წვრთნიდა, მანამდე ის სამშობლოში „არეცოს“, „ბარის“, „ატალანტას“, „სიენას“, „იუვენტუსის“, იტალიის ნაკრების და „ინტერის“ მწვრთნელი იყო, ასევე მუშაობდა ლონდონის „ჩელსიში“.

„ტოტენჰემს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე კრისტიან სტელინი ავარჯიშებს, რომელიც კონტეს ასისტენტი იყო, ხოლო მისი თანაშემწის ფუნქციას რაიან მეისონი შეასრულებს.

0.117448