ძიუდო

17:28 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ოქრო საქართველოს: ლაშა ბექაური თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია

თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, რომელშიც ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძეს დაუპირისპირდა.

მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონისა (ბექაური) და ევროპის ჩემპიონის (მაისურაძე) შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა, რომელმაც უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა. საბოლოოდ, გამარჯვება ბექაურმა მოიპოვა, რომელმაც ფინალის დასაწყისშივე ვაზარი მოიპოვა და ეს უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა.

ბექაურმა ფინალამდე კანადელი ლუის კრიებერი, იაპონელი გოკი ტაჯიმა და ბერძენი თეოდოროს ცელიდის დაამარცხა, ხოლო მაისურაძემ ემირატების სახელით მოასპარეზე არამ გრიგორიანს, ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანს და თურქ მიხაელ ზგანკს მოუგო.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით, საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს თბილისის გრანდ სლემზე მედლები გიორგი სარდალაშვილმა (ვერცხლი), ლაშა შავდათუაშვილმა (ბრინჯაო), ლუკა მაისურაძემ (ვერცხლი), ლაშა ბექაურმა (ოქრო), ილია სულამანიძემ (ოქრო) და გელა ზაალიშვილმა (ოქრო) მოუტანეს.

0.114268