სხვა

1:27 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძემ ბუდაპეშტის მსოფლიო თასი ვერცხლის მედლით დაასრულა

ბუდაპეშტში, ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე (Gerevich-Kovács-Kárpáti) მორიგ წარმატებას მიაღწია ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიო და ევროპის ჩემიონატების ბრინჯაოს მედლების მფლობელმა სანდრო ბაზაძემ.

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა და საქართველოს ნაკრების ლიდერმა ფინალამდე გაიკვალა გზა. მან ზედიზედ დაამარცხა ამერიკელი ჯოზეფ კოენი (15:9), იტალიელი რიკარდო ნუჩიო (15:11), კორეელი გიეონგდონგ დო (15:9), ფრანგები -ელიოტ ბიბი (15:10) და მაქსიმ პიანფეტი (15:9).

ბაზაძე გადამწყვეტ შეხვედრაში უშუალო კონკურენტს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს უნგრელ არონ სილაგს შეხვდა და ერთი ქულის სხვაობით - 14:15 დამარცხდა.

GEONOC.ORG.GE

0.113898