ფეხბურთი

23:39 | 25.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

თურქებმა ისტორიულ მატჩში სომხებს მოუგეს

საინტერესო და ისტორიული მატჩი გაიმართა ერევანში, ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე. ევრო 2024-ის D შესარჩევი ჯგუფის პირველი ტურის მატჩში სომხეთის ნაკრებმა თურქეთისას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

მოგეხსენებათ ამ ორ ქვეყანას შორის დიდი ხანია დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. მათ დიპლომატიური ურთიერთობაც არ გააჩნიათ და ახლა ნელ-ნელა სიტუაციის გამოსწორებას ცდილობენ. ამისათვის სპორტს, კერძოდ ფეხბურთსაც იყენებენ. ამიტომ თურქების ერევანში სტუმრობა ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი ჩანდა. მაგრამ შეხვედრამ გართულებების გარეშე ჩაიარა.

ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა: თურქეთის ნაკრების მცველმა, ოზან ქაბაქმა ბურთი საკუთარ ბადეში გაგზავნა. სტუმრებმა 34-ე წუთზე გაათანაბრეს, როდესაც ორკუნ კოკჩუმ ონურ ბულუტის პასით გაიტანა.

თურქებს გამარჯვება კერემ აქთურქოღლუს 63-ე წუთზე შესრულებულმა ზუსტმა დარტყმამ მოუტანა - 1:2.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133076