უკრაინის ნაკრების ლეგენდამ და ერთ დროს „ჩელსის“ ფეხბურთელმა, ანდრეი შევჩენკომ მიხაილო მუდრიკის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
ლონდონის „ჩელსიმ“ უკრაინელი ტალანტი, მიხაილო მუდრიკი გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე 100 მილიონ ევროდ იყიდა, თუმცა მან ინგლისში ჯერ ვერ მოიკიდა ფეხი, მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა შეასრულა და როგორც ხშირად ხდება, გულშემატკივართა და ექსპერტთა მხრიდან კრიტიკაც დაიმსახურა. უკრაინელმა ლეგენდამ, ანდრეი შევჩენკომ მის შესახებ ისაუბრა:
„ჩელსიმ“ მომავლისთვის უნიჭიერესი ფეხბურთელი შეიძინა. ის უდიდესი საფეხბურთო კარიერის პირველ ნაბიჯებს ჯერ ახლაღა დგამს, „ჩელსიში“ გადასვლა კი უკვე სწორი ნაბიჯი იყო. ის ამბიციური პროექტის ნაწილია და კარგ ხელში მოხვდა.
მისი კლუბში დატოვება ნიშნავს იმას, რომ გუნდს სჯერა მისი ტალანტის. უჩვეულოდ დიდი კონტრაქტი აქვს და ვნახოთ, უახლოესი 8 წლის განმავლობაში რის გაკეთებას მოახერხებს.
ნეტავ „ჩელსიში“ მეც მუდრიკის ასაკში გადავსულიყავი. მილანსა და ლონდონში თამაშისას ის დამეხმარა, რომ კულტურასთან კარგად ვადაპტირდებოდი და თანაგუნდელებთან ურთიერთობისას ენას ვსწავლობდი. „ჩელსიმ“ მისი მისამართით მოთმინება უნდა გამოიჩინოს“ - განაცხადა შევჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეი შევჩენკო ლონდონურ კლუბში 2006-09 წლებში თამაშობდა, უკრაინის ნაკრების მწვრთნელად კი 2016-2021 წლებში მუშაობდა.