ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. „ტოტენჰემის“ ფორვარდმა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამოიჩინა თავი და 54-ე გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.
კეინმა ამ შედეგს 81 მატჩში მიაღწია. მან უეინ რუნის გადაასწრო, რომლის აქტივში 53 გოლია.
ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა საუკეთესო ხუთეული ასეთია:
ჰარი კეინი - 54 გოლი
უეინ რუნი - 53
ბობი ჩარლტონი - 49
გარი ლინეკერი - 48
კიმი გრივსი - 44