სხვა

18:49 | 23.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წარუმატებელი დღე ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე

იაპონიის ქალაქ საიტამაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომლის მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველებმა არცთუ კარგი შედეგები აჩვენეს.

ვაჟთა შორის მორის ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 73.05 ქულა მიიღო, რის შედეგადაც, მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა, ხოლო ნიკა ეგაძე 65.17 ქულით 29-ე პოზიციაზე გავიდა.

საუკეთესო 24 მოციგურავეს შორის, რომლებმაც თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის უფლება მიიღეს, ეგაძე ვერ მოხვდა, ყვითელაშვილმა იქ ასპარეზობა უფლება მოიპოვა. თავისუფალ პროგრამაში მოციგურავეები 25 მარტს იასპარეზებენ.

დღესვე ყინულზე გავიდა კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილი, რომლებმაც წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავეს, მაგრამ ამჯერად ცუდად ისრიალეს და 86.01 ქულით თავისუფალი პროგრამის ოცეულში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს. შედეგად, მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს. მოკლე პროგრამასაც თუ დავუმატებთ, საფინა-ბერულავას წყვილი 146.99 ქულით მე-19 ადგილზე გავიდა.

0.113797