ფეხბურთი

13:37 | 23.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა ჩავის „ბარსელონაში" მუშაობაზე: „გაისად ისინი ყველა ტიტულისთვის ბრძოლას შეძლებენ“

„ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, ახლა იაპონურ „ვისელ კობეში" მოთამაშე ანდრეს ინიესტამ, აზრი გამოთქვა ყოფილი თანაგუნდელის, ჩავის მუშაობის შესახებ, კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

„როცა „ბარსელონაში“ ვთამაშობდი, მწვრთნელის გაკრიტიკების უფლება არ მქონდა და მესმის ჩავისთვის მუშაობის სირთულე. მწვრთნელს ბევრი გამოწვევა ელის. ძალიან რთულია ყოველთვის მაღალი დონის შენარჩუნება. მაგრამ ვფიქრობ, მას შემდეგ რაც მან კლუბი ჩაიბარა, პროგრესი აშკარაა და თამაში სანახაობრივი გახდა.

ვიმედოვნებ, მოიგებენ ჩემპიონობას ამ სეზონში, შემდეგ კი ყველა ტიტულისათვის ბრძოლას შეძლებენ.“ - ციტირებს ინიესტას სიტყვებს Sport.es.

0.109454