ფეხბურთი

12:50 | 23.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კულუშევსკი - კონტეს კრიტიკის შესახებ: „თავს შეურაცხყოფილად არ ვგრძნობ“

„ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა, დეიან კულუშევსკიმ, განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა პატივი უნდა სცენ მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს სიტყვებს და აღნიშნა, იტალიელის კრიტიკით თავს შეურაცხყოფილად არ ვგრძნობო.. მანამდე კონტემ პრესკონფერენციაზე თავის მოთამაშეებს ეგოისტები უწოდა.

„კონტეს სიტყვებს არ გავუნაწყენებივარ, რადგან ვიცი, რას ვაძლევ გუნდს ყოველდღე. ვიცი, რომ კარგად ვარ მომზადებული, ამიტომ ყოველთვის შემიძლია გულწრფელად შევხედო საკუთარ თავს სარკეში. ხანდახან საკმარისად კარგად არ ვთამაშობ და შემიძლია პასუხისმგებლობის აღება.

რაც კონტემ თქვა, მისი აზრია. მაგრამ მე მას პატივს ვცემ, ის ძალიან დამეხმარა ჩემს კარიერაში, ამიტომ დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია კლუბში და ჩვენს საქმიანობაში.

ვიცი, რომ ზოგჯერ იმედგაცრუებულად და გაბრაზებულად ვგრძნობთ თავს. ზუსტად ამას გრძნობდა ისიც. პატივი უნდა ვცეთ მის სიტყვებს“, - ციტირებს კულუშევსკის სიტყვებს Sky Sports.

0.112511