სტამბოლის „ბეშიქთაში“ დელე ალის ეძებს. ინგლისელი ფეხბურთელი „არწივების“ ბოლო ვარჯიშებზე არ გამოცხადებულა. როგორც სტამბოლელთა მთავარმა მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა თქვა, დელე მათ ზარებს არ პასუხობს.
„მას მცირე დასვენების ნებართვა მივეცით, მაგრამ ის ჯერ არ დაბრუნებულა. ვცდილობთ, გავარკვიოთ სად არის“, - თქვა შენოლ გიუნეშმა.
ინგლისელი ფეხბურთელი მხოლოდ ამ კომენტარის შემდეგ გამოჩნდა. მან სოციალურ ქსელში დაწერა და გიუნეშს უპასუხა:
„ბევრი შეტყობინება მივიღე, ამიტომ მინდა დავაზუსტო: კლუბმა ნებართვა მომცა ექიმთან წავსულიყავი. ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში ვარჯიშს ვუბრუნდები“.
შეგახსენებთ, რომ დელე ალი „ბეშიქთაშს“ მიმდინარე სეზონის წინ იჯარით შეუერთდა და 15 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.