ფეხბურთი

18:32 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

დონადონი: "ტექნიკის გარდა, ჩანს, რომ კვარაცხელიას თავისი შესაძლებლობის დამტკიცების სურვილი აქვს"

იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დონადონიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა. ქართველ ფეხბურთელს სათამაშო სტილით დონადონის ხშირად ადარებენ, თუმცა, თვითონ ამ შედარებაზე თავი შეიკავა.

„არ ვიცი, მგავს თუ არა, მაგრამ ცხადია, რომ „ნაპოლის“ მენეჯერების დიდი აღმოჩენაა. ტექნიკის გარდა, ვხედავთ, რომ მას აქვს დიდი სურვილი გამოავლინოს და დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები“, - თქვა დონადონიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და ოთხჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11304