ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის იბრძვის. იტალიის ჩემპიონატის ვებგვერდზე ოფიციალურად მიმდინარეობს გამოკითხვა, რომელიც 26 მარტამდე გაგრძელდება.
კვარაცხელიას კონკურენტები არიან კიმ მინ-ჯე („ნაპოლი“), არმან ლორიენტე („სასუოლო“), ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“) და დესტინ უდოგიე („უდინეზე“). გამოკითხვაში ხმის მიცემა ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია.
ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ორჯერ გახდა სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშე - აგვისტოსა და სულ ახლახან, თებერვალში. ქართველი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ეს ჯილდო ორჯერ მოიგო. მარტში ხვიჩამ სერია A-ში 3 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.
გარდა ამისა, სექტემბერში საუკეთესო კიმ მინ-ჯე გახდა, ოქტომბერში, რაფაელ ლეაო, ნოემბერში მოიზე კინი და იანვარში ვიქტორ ოსიმენი.