სხვა

13:14 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამაში მე-14 ადგილი დაიკავეს

იაპონიის ქალაქ საიტამაში სპორტული წყვილების მოკლე პროგრამით მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა, პირველივე დღეს კი საქართველოს ნაკრებიდან ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ იასპარეზეს.



23 მონაწილე სპორტული წყვილიდან 20-მა მოიპოვა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება, მათ შორის კი მოხვდა ქართული წყვილიც.

თავისუფალი პროგრამის წინ ჩვენი მოციგურავეები კარინა საფინა და ლუკა ბერულავა 60.98 ქულით მე_14 ადგილზე იმყოფებიან, თუმცა მათი გამოსვლა ნამდვილად არ ტოვებდა კმაყოფილების საბაბს. ამის მიზეზი, დიდწილად ტრავმიანობა და საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობის ნაკლებობა იყო.

ქართულმა წყვილმა გასულ წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული, მე-4 შედეგი დააფიქსირა.

სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილს იაპონელები, რიკუ მიურა და რიუიჩი კიჰარა იკავებენ. მეორე ადგილზე აშშ-ს წარმომადგენლები, მესამეზე კი იტალიელები არიან.

ლუკა ბერულავა და კარინა საფინა უკვე 23 მარტს, თბილისის დროით 07:15 საათზე თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებენ. ისინი მე-2 ჯგუფში მე-7 ნომრად არიან განთესილები.

0.11682