ფეხბურთი

0:12 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "ყველას დავუმტკიცებ, რომ ჩემი კარიერა დასრულებული არაა"

„მილანის“ 41 წლის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებშია გამოძახებული. ვეტერანი ფეხბურთელი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს და თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს.

„სკუდეტოს მოგების შემდეგ „მილანის“ დატოვება ძალიან ადვილი იქნებოდა, ასეთი დასასრული საჩემო არ იქნებოდა. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი და მინდა ყველა ვაჩვენო, ვინც ფიქრობს, რომ ჩემი კარიერა დასრულებულია, რომ ისინი ცდებიან. ამ 14 თვის განმავლობაში სამჯერ გავიკეთე ოპერაცია, იყო მომენტი, როცა მუხლის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი გამოვიდა.

თქვენ, ჟურნალისტებო, ჩემზე ამბობდით და წერდით, რომ მე ძალიან განსხვავებული, არეული და ეგოცენტრული ვიყავი. მე კი, ყოველთვის მაქვს სურვილი, დავუმტკიცო მათ, ვისაც ჩემში ეჭვი ეპარებათ, რომ ისინი ცდებოდნენ. დანებებას არ ვაპირებ.

მომავალი? ბევრი შემოთავაზება მაქვს, ამჟამად ჩემს თავს, მხოლოდ ფეხბურთელის რანგში ვხედავ. ყველა მეკითხება, როგორ ვარ, მაგრამ ეს უნდა ჰკითხოთ 20 წლის ახალგაზრდებს, რას ფიქრობენ, რადგან ისინი ხედავენ, რომ მათთან ერთად ვთამაშობ. ჯერ არ ვიცი, ევრო 2024-ზე თამაში მიღწევადი მიზანი არის თუ არა“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

0.119762