ფეხბურთი

23:45 | 21.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" შესაძლოა გავი უფასოდ დაკარგოს

ბარსელონას კომერციულმა სასამართლომ „ბარსელონას“ სააპელაციო საჩივარი ნახევარმცველ გავის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.

წყაროს თანახმად, „ბარსამ“ საბუთები ვადის გასვლის შემდეგ წარადგინა, რომელიც 1 მარტით იყო დათარიღებული. ამრიგად, გავი „ბლაუგრანაში“ ისევ ახალგაზრდული გუნდის მოთამაშედ მიიჩნევა.

„ბარსელონა“ თუ ფეხბურთელს მთავარ გუნდში ვერ დაარეგისტრირებს, მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება. შესაძლოა, თავისუფალი აგენტის სტატუსითაც დაკარგოს.

შეგახსენებთ, რომ გავი „ბარსელონაში“ 2021 წლიდან თამაშობს და 84 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

0.115365