ფეხბურთი

18:54 | 21.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლობოტკა: "კვარაცხელიას შესახებ არაფერი ვიცოდი, სანამ ჩვენთან არ გადმოვიდა"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა სტანისლავ ლობოტკამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან სლოვაკურ პრესასთან განაცხადა, ქართველი ფეხბურთელის შესახებ არაფერი იცოდა, სანამ მისი თანაგუნდელი არ გახდა.

„უნდა ვაღიარო, რომ მას არ ვიცნობდი, მის შესახებ არაფერი ვიცოდი. ალბათ, მხოლოდ საქართველოში იცოდნენ ამ გასაოცარი ტალანტის შესახებ. თამაშიდან თამაშამდე აჩვენებს, რა ნიჭიერია“, - თქვა ლობოტკამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და ოთხჯერ პენალტი მოიპოვა.

0.114968