ფეხბურთი

17:04 | 21.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიადან" სამპაოლი გაათავისუფლეს

„სევილიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხორხე სამპაოლი გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

არგენტინელი სპეციალისტის სამსახურიდან გაშვების მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა. მართალია ანდალუსიელები მე-14 ადგილზე არიან, რაც თავისთავად ცუდი შედეგია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულთ უსწრებს. სამპაოლი ვერც იმან გადაარჩინა, რომ გუნდი ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა.

ხორხე სამპაოლიმ „სევილია“ გასული წლის ოქტომბერში ჩაიბარა, როდესაც ხულენ ლოპეტეგი შეცვალა. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება „დალაქების“ ახალი მთავარი მწვრთნელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111025