პორტუგალიური „ბენფიკა“ „ფეიენოორდის“ შემტევის, სანტიაგო ხიმენესის შეძენას აპირებს, თუ თავდამსხმელი გონსალუ რამუში ამ ზაფხულს ლისაბონურ კლუბს დატოვებს. გვამცნობს - Record.
სანტიაგო ხიმენესი 21 წლისაა, მექსიკის ნაკრების ფორვარდია. მიმდინარე სეზონში „ფეიენოორდის“ შემადგენლობაში მან 39 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 20 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
21 წლის გონსალუ რამუშმა მიმდინარე სეზონში „ბენფიკაში“ ჯამში 36-ჯერ ითამაშა, 24-ჯერ გამოიჩინა თავი და თანაგუნდელებს 10-ჯერ გაატანინა.
პორტუგალიელი თავდამსხმელის მსურველთა შორის პსჟ-სა და მადრიდის „რეალსაც“ ასახელებდნენ.