„ბარსელონა" კლუბის მთავარ მწვრთნელ ჩავის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს - წერს Marca.
წყაროს ცნობით, კატალონიურ კლუბს სურს ჩავის კონტრაქტი მინიმუმ ერთი წლით გაუგრძელოს. ხელმძღვანელობა ამ საკითხის სპეციალისტთან განხილვას ივნისში გეგმავს.
თუმცა, ჩავისთან ხელშეკრულების განახლების რთული საკითხი მწვრთნელის ხელფასია. ახლა ჩავის ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვს. ფინანსური ფეარ ფლეის გამო კატალონიურმა კლუბმა მისთვის მეტის გადახდა ვერ შეძლო. ეს პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა.
ჩავი ბარსელონას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. სპეციალისტსა და კლუბს შორის კონტრაქტის ვადა 2024 წლამდეა გათვლილი.
26 ტურის შემდეგ, „ბარსელონა“ ესპანურ პრიმერას 68 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მადრიდის „რეალს“ 12 ქულით უსწრებს.