კალათბურთი

23:49 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 11 ქულა და "ვირტუსის" გამარჯვება კონკურენტთან

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის მთავარ საკალათბურთო დუელში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ უშუალო კონკურენტი „ოლიმპია მილანო“ სტუმრად 75:69 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

ბოლონიელებმა უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვეს და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს თამაშის გადარჩენა შეეძლოთ, სერჯო სკარიოლოს გუნდმა უპირატესობა დაიცვა და გაიმარჯვა.

თორნიკე შენგელიამ 25 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.

„ვირტუს ბოლონია“ ამ გამარჯვებით ერთპიროვნულად გალიდერდა 18 მოგებით და 4 წაგებით, მომდევნო ტურში კი 26 მარტს, „პეზაროს“ უმასპინძლებს.

0.117209