საქართველოს ნაკრებისა და ინგლისური „გლოსტერის“ მორაგბის, გიორგი კვესელაძის ტრავმა სერიოზული გამოდგა და ოპერაცია გაიკეთა.
25 წლის მოთამაშემ დაზიანება საქართველოსა და რუმინეთის შეხვედრაში მიიღო და მიმდინარე სეზონი ნაადრევად დაასრულა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება.
"ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო! ბოლო თამაშზე მიღებული ტრამვის გამო გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, ჩემთვის გლოსტერის 2023 წლის სეზონი დასრულდა, რასაც განვიცდი, მაგრამ შემართება საკმარისზე მეტი მაქვს ეს ყველაფერი ჩემთვის დიდ სტრესთან ერთად, დიდი გამოწვევაც არის. ახლა ორმაგად ვარ მოტივირებული მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი დავდო და საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებების მონაწილე გავხდე! მე დავბრუნდები - უფრო ძლიერი და მოტივირებული - ჩემი გუნდისთვის!", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვესელაძე საქართველოს ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს და 32 შეხვედრაში 25 ქულა მიითვალა.