ფეხბურთი

12:06 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ტოტენჰემი" გუნდი არ არის, აქ მხოლოდ ეგოისტი ფეხბურთელები თამაშობენ"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „საუთჰემპტონთან“ მატჩის (3:3) თავისი ფეხბურთელები საჯაროდ გააკრიტიკა და მათ ეგოისტები უწოდა.

როგორც იტალიელმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ არის, რომ „ტოტენჰემი“ წლებია ტიტულის მოგებას ვერ ახერხებს.

„ჩვენ არ ვართ გუნდი. ჩვენ ვართ 11 ფეხბურთელი, რომლებიც მოედანზე გადიან. ვხედავ ეგოისტ მოთამაშეებს, რომლებსაც არ სურთ ერთმანეთს დახმარება და გულით არ თამაშობენ. აქამდე ვცდილობდი სიტუაციის დამალვას, მაგრამ ახლა უკვე აღარ. თვალებში ცეცხლია საჭირო, გულშემატკივრებისთვის მიუღებელია, რაც ხდება, ისინი ბილეთში ფულს იხდიან და ასეთი თამაში მიუღებელია.

აქ ყოველთვის ასეა, ყოველ სეზონში, კლუბი პასუხისმგებელია ტრანსფერებზე, მწვრთნელსაც აქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ფეხბურთელები, ფეხბურთელები სად არიან? მე მხოლოდ 11 ფეხბურთელს ვხედავ, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავისთვის თამაშობენ. ისინი არ თამაშობენ რაიმე მნიშვნელოვნისთვის, მათ არ სურთ ზეწოლისა და სტრესის ქვეშ თამაში, რადგან ასე ადვილია! „ტოტენჰემის“ ისტორია 20 წელია ასეთია, არის ახალი მფლობელი, მაგრამ არაფერი მოუგიათ, რატომ?

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მწვრთნელი, თუ მათ სურთ ასე გააგრძელონ, შეუძლიათ შეცვალონ მწვრთნელი, მაგრამ დამიჯერეთ, სიტუაცია ვერ შეიცვლება“, - აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. „ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში ჯერჯერობით მეოთხედ ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის.

0.126735