ფეხბურთი

14:00 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "რეალში" მთელი ცხოვრება დავრჩებოდი, მაგრამ ეს შეუძლებელია"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მომავალზე არ ფიქრობს. როგორც იტალიელმა აღნიშნა, ის ესპანურ გრანდში ბედნიერია და მთელი ცხოვრება იქ დარჩებოდა, მაგრამ ესმის, რომ ეს შეუძლებელია.

„შეფასება კლუბმა უნდა გააკეთოს და ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ასე რომ იყოს, მთელი ცხოვრება აქ დავრჩებოდი, მაგრამ შეუძლებელია. მინდა გავაგრძელო აქ მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. რასაც ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, არ არის მნიშვნელოვანი, რადგან მე ყოველდღე სიამოვნებას ვიღებ აქ მუშაობით. თუ კლუბს სამი თვით უნდა ჩემთან თანამშრომლობა, 3 თვით დავტკბები, თუ სამი წელი, სამი წლით. დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე სეზონში რაღაცას მოვიგებთ“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალს“ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ჯერჯერობით, უცნობია, მომდევნო სეზონშიც იმუშავებს თუ არა, ის „სამეფო კლუბის“ მთავარ მწვრთნელად, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, რადგან ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს აქტიურად უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113602