ავტოსპორტი

0:03 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

პერესი პოულზეა, ფერსტაპენს კვალიფიკაციაზე პრობლემები ჰქონდა

„რდ ბულის“ სერჯიო პერესმა საუდის არაბეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო. მისი თანაგუნდელის, ორგზის მსოფლიო ჩემპიონ მაქს ფერსტაპენის მანქანაზე კი კარდანის ლილვი დაზიანდა და ის მხოლოდ მე-15 ადგილს დასჯერდა.

მექსიკელთან ერთად, რბოლას წინა რიგიდან დაიწყებს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი), ვისაც 2012 წლის შემდეგ, პოული არ მოუპოვებია. მეორე დრო „ფერარის“ შარლ ლეკლერს ჰქონდა, მაგრამ მას რბოლის 10 ადგილით უკნიდან დაწყება მოუწევს, რადგან მის მანქანაზე უკვე ორჯერ შეიცვალა ძალური დანადგარის მართვის ბლოკი.

აღსანიშნავია, რომ „ასტონ მარტინის“ მანქანით, სტარტის პირველ რიგში, ბოლოს ბრიტანელი როი სალვადორი იდგა. ეს სილვერსტოუნზე, 1959 წელს მოხდა.

რბოლას მეორე რიგიდან დაიწყებენ ჯორჯ რასელი (მერსედესი) და კარლოს საინსი (ფერარი).

0.082624