რაგბი

23:32 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდიამ 6 ერი გრანდ სლემით მოიგო

სარაგბო 6 ერის 2023 წლის გათამაშების გამარჯვებული ირლანდიის ნაკრები გახდა, რომელმაც ხუთივე შეხვედრის მოგება მოახერხა.



კალენდრის მიხედვით 6 ერის მიმდინარე გათამაშება ისე განაწილდა, რომ თითქოს ირლანდიასა და ინგლისს შორის გასამართ ბოლო შეხვედრას უნდა გამოევლინა გამარჯვებულის ბედი, თუმცა დღევანდელ მატჩში ინგლისს მხოლოდ ის შეეძლო, რომ ირლანდიისთვის ჩემპიონობა წაერთმია და საფრანგეთისთვის გადაეცა.

მატჩი ოუენ ფარელის ორი ჯარიმით დაიწყო და ინგლისი 6 ქულით დაწინაურდა, თუმცა სექსტონმა ჯერ ანგარიში შეამცირა, შემდეგ კი შიჰანის დადებული ლელო გარდასახა და „სამყურები“ დააწინაურა. მატჩის გადამწყვეტი მომენტი მე-40 წუთზე დადგა, როდესაც მსაჯმა ინგლისელ სტიუარდს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და ინგლისი 14 კაცით დარჩა.

ფარელმა სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირა, თუმცა ჯერ ჰენშოუს, შემდეგ კი კვლავ შიჰანის ლელოებით ირლანდიელებმა გრანდ სლემისთვის უდიდესი ნაბიჯი გადადგეს და საქმეც ბოლომდე მიიყვანეს - 29:16.

ირლანდიის ნაკრებმა 6 ერის გათამაშება მეხუთედ მოიგო, მესამედ კი გრანდ სლემით. მეორე ადგილზე საფრანგეთი გავიდა. მესამე პოზიცია შოტლანდიას ერგო, მეოთხე ინგლისს, მეხუთე უელსს, ხის კოვზის მფლობელი კი ტრადიციულად იტალია გახდა.

თეგები6 ერი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109153