ფეხბურთი

21:08 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: “ელ კლასიკოში ჩვენი თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ“

ხვალ ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში „ელ კლასიკო“ გაიმართება. მატჩის წინ, „რეალ მადრიდის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა:



„მომენტით უნდა ვისიამოვნოთ და თუ მოგებას მოვახერხებთ, ისე უნდა ვქნათ, რომ ჩვენი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ. ლიგის დასრულებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა და ამაზე არც ვფიქრობთ, ჩვენი მთავარი საფიქრალი ხვალინდელი მატჩია.

მეტოქე დაცვაში კარგად გამოიყურება. გოლებს არ უშვებს. ამიტომაც მოახერხეს მათ ჩვენზე მეტი მატჩის მოგება. ესპანეთის თასზე დაცვიდან იმიტომ თამაშობდნენ, რომ ანგარიშში წინ იყვნენ. ჩვენ მიდგომას იმის მიხედვით შევცვლით, თუ რა მდგომარეობა იქნება შეხვედრაში.

2 იანვრის შედგომ გუნდი ფანტასტიურად გამოიყურება. ჩვენ ძალიან აღელვებულები და მოტივირებულები ვართ. გუნდი კარგად გამოიყურება და სავსებით შესწევს ის, რომ ეს ფორმა სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს.

კროოსი და მოდრიჩი კვლავ საუკეთესოები არიან. ძალიან მიკვირს იმ ხალხის, ვისაც მათში ეჭვი შეაქვს. ბოლო შეხვედრებში ვინისიუსი ჩვეულად ვერ გამოიყურება, თუმცა ის ყოველთვის ვინი ჯუნიორი იქნება. ბენზემა თავს კარგად გრძნობს და ითამაშებს. ჩუამენი და კამავინგა შესანიშავ ფორმაში არიან. მათ ძალიან მოუმატეს, რათა გუნდის ლეგენდები ჩაანაცვლონ“ - განაცხადა ანჩელოტიმ

„ბარსელონასა“ და „რეალ მადრიდის“ შეხვედრა 19 მარტს, 23:55 საათზე დაიწყება. ლა ლიგაში კატალონიელთა უპირატესობა ამჟამად 9 ქულას შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108331